“პოლიტიკური დევნილობა ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღიარებს მის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს!”

სოციალურ ქსელში დიდი რეაქცია მოჰყვა პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებას-თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილად გამოაცხადაო.

მისი სტატუსი არაერთმა ადამიანმა გადააზიარა და არაერთი შეფასებაც მოჰყვა.

და რა ხდება სინამდვილეში? ამ კითხვით გიორგი ლილუაშვილს დავუკავშირდით.

-ბატონო გიორგი, პირველად თქვენგან გავრცელდა ინფორმაცია-თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილად გამოაცხადაო, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რზონანსი გამოიწვია. უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ-რას გულისხმობთ როცა ამ განცხადებას აკეთებთ? თქვენ როგორც ვიცით სასამართლოსგან ითხოვდით ენმ-ს საარცევნო რეგისტრაციიდან მოხსნას, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის და ორივე შემთხვევაში უარი მიიღეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს საკაშვილის პოლიტდევნილად გამოცხადებას.

ჩვენ ენმ-ს წინააღმდეგ გაცილებით ადრე დავიწყეთ სასამართლო დავა ვიდრე სალომეს გაპრეზიდენტების საკითხი გადაწყდებოდა ქართულ ოცნებაში. ეს საკითხები თვისობრივად ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ორივე ერთ მიზანს ემსახურებოდა- გვემხილა და საზოგადოებისათვის წარმოგვეჩინა ეგრედ წოდებული ოპოზიცია პოზიციის სახე, თუ როგორ ხდება ქართველი ხალხისათვის ძალუფლების და ქონების მოპარვა და დამნაშავე მაფიოზურ კლანური დაჯგუფებების მიერ ხელისუფლების და ხალხის ქონების მითვისება. სალომეს შესახებ შემდგომში ვისაუბროთ მის დღემდე ორმაგ მოქალაქეობასა და უშუალოდ მასზე მორგებულ კანონმდებლობაზე, მან მოიპარა პრეზიდენტის ხელისუფლება!

დღეს კი მოგახსენებთ თუ რა პროცესები წარიმართა 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე როდესაც მოსამართლე თამარ მეშველიანმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის დევნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად სასამართლოს წესით სცნო, სასამართლოში მურუსიძეებისა და დამნაშავე რეჟიმის მოსამართლეებისაგან სხვა შედეგზე არც უნდა გვეფიქრა, ჩვენ დროულად გამოვააშკარავეთ რეალური საფრთხე,რაც ელის ქართველ ხალხს და სანამ დროა ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ კოჰაბიტირებული მაფიოზების წინააღმდეგ. არ დაგავიწყდეთ ქართულ ოცნებას ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდათ სასამართლოებში!

-სააკაშვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შუაშია?

-ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია, არა ერთი სტატია თუ პრესკონფერენცია მივუძღვენით ამ ფაქტს, ჩემი როგორც პარლამენტარობის, თბილისის მერობის და პრეზიდენტობის კანდიდატის ტრიბუნა ამ საკითხთხის გასაშუქებლად  გამოვიყენე და მასმედიის მხრიდან დაბლოკვის და იგნორირების მიუხედავად მაქსიმალურად ვცდილობდი საზოგადოების ინფორმირებას, იმის შესახებ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არასწორად რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია გახლდათ და რეგისტრაციიდან უნდა მოხსნილიყო, ამის შესახებ არაერთხელ მივწერეთ პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს, სახალხო დამცველს, მივმართეთ უწყებათაშორის კომისიას, გვქონდა არა ერთი სასამართლო დავა ცესკოს და საჯარო რეესტრის წინააღმდეგ.

-ახლა აღმოაჩინეთ ეს დარღვევები?

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის ფაქტი რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 2016 წელს დარეგისტრირდა და ამავე წელს მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ამ პერიოდიდან აღმოვაჩინეთ ეს დარღვევა, რომ ენმ-ს არ ჰყავდა წესდებით გათვალისწინებული პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე, მსგავსი დარღვევის გამო  2016 წელის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული ხუთი პოლიტიკური პარტია მოხსნეს არჩევნებიდან.

  1. პ/გ “ცენტრისტები”-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გადხა 113-ე მუხლის პირველი პუნქტი რეგისტრაციის გაუქმება ხელმძღვანელობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია
  2. პ/გ”დემოკრატიული საქართველო”-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეჩერებული რეგისტრაცია
  3. პ/გ საქართველოს მონარქისტული მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”, 113-ე მუხლის პირველი პუნქტი ხელმძღვანელობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია
  4. პ/გ ნეიტრალური ევრაზიული საქართველო 113-ე მუხლის პირველი პუნქტი ხელმძღვანელობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია
  5. პ/გ”ნეიტრალური საქართველო” 113-ე მუხლის პირველი პუნქტი რეგისტრაციის გაუქმება ხელმძღვანელობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია

ხოლო ენმ-ს ხელი დააფარეს და სასათბურე პირობები შეუქმნეს, ჩვენ აღნიშნული ფაქტი გავასაჩივრეთ ჯერ ცეესკოში, ხოლო შემდგომ სასამართლოში თუმცა უშედეგოდ, 2017 წელის იანვარში ენმ-მ ჩაატარა ახალი ყრილობა და იმის მაგივრად, რომ გამოესწორებიათ ხარვეზი და აერჩიათ წესდებით გათვალისწინებული თავმჯდომარე მათ განზრახ მიიღეს დეკლარაცია და დააფიქსირეს შემდეგი:

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვების თაობაზე“ და მიიღო შემდეგი შინაარსის რეზოლუცია:

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვების თაობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია

ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივაციით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და არასდროს არ უთქვამს უარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე.

ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვადგენთ:

არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად მონაწილეობის უფლება.“

აღნიშნული თავისთავად არაფერს წარმოადგენდა რომ არა, ამ ყრილობის ოქმთან ერთად აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2017 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციაში გატარება.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“: ,,საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი“

 სწორედ ამ უკანონო დადგენილებას ვასაჩივრებით 2017 წლიდან და სასამართლო სხვადასხვა ხრიკებით ცდილობდა თავი აერიდებია ამ საკითხის განხილვისათვის, სხვადასხვა მიზეზებით გვეუბნებოდა უარს წარმოებაში მიღებაზე და საკითხის განუხილველად დატოვებას სცდილობდა, რაც ამ უკანონო დოკუმენტს სამართლებრივ ძალას სძენდა და მიხეილ სააკაშვილს როგორც პოლიტიკურ დევნილად აღიარებდა, ასევე ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა საშუალებას პოლიტიკურად შეენარჩუნებია ხელისუფლებისათვის ასე საჭირო ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე  გაათამაშეს კიდეც და საბოლოოდ ხელთ იგდეს სრული ძალაუფლება.

თქვენ ახლა სასამართლოსაც სდებთ ბრალს.

-სწორედაც ამ სასამართლო პროცესით ხდებოდა ამ დამნაშავეობრივი გარიგების ჩაშლა, საქმე იდგა ასე თუ სასამართლო მოიქცეოდა სამართლიანად და ნაციონალურ მოძრაობას  ცნობდა უკანონოდ დარეგისტრირებულ პოლიტიკურ ოგანიზაციად და გაუუქმებდა რეგისტრაციას, მაშინ დღის წესრიგში დგებოდა ორი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა და მათ მიერ  მიღებული კანონები ბათილდებოდა, ასევე ბათილი ხდებოდა ადგილობრივი თვითმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ბათილდებოდა ის საშინელი ყოვლად მიუღებელი დიქტატურული კონსტიტუცია რომელიც ქართველი ხალხის საზიანოდ მიიღო ამ ხელისუფლებამ და დააკანონა თავისი დიქტატურა, ანდა მაშინ მოსამართლეს უნდა მიეღო უკანონო გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილი უნდა ეცნოთ პოლიტიკურ დევნილად და ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაცია კანონიერად. თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ თამარ მიშველიანმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სასამართლო სხდომაში უხეში ჩარევით და მოსამართლეზე ზეწოლით ჯერ ჩვენს ადვოკატს აუკრძალა საკუთარი აზრისა და პოზიციის ჩამოყალიბება – დაფიქსირება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააჯარიმა კიდეც, შემდგომ გამოაცხადა უკანონო წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილება და ნაციონალური მოძრაობის დეკლარაცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. რითაც სისხლის სამართლის დევნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წესით პოლიტიკურ დევნილად აღიარა!

აქვე ავღნიშნავთ იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 18 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამოუცია სააღსრულებლო ფურცელი იძულებით აღსრულებაზე და მპგ-პარტია ‘საქართველო“-ს ქონება დააყადაღეს ისე, რომ ჩვენთვის უცნობია რას გვედავებიან.

-და თქვენ ამას პოლიტიკურ სარჩულს უდებთ, რატომ გგონიათ ასე, ნუ გეწყინებათ და არც ისე ძლიერი და ცნობადი პარტია ხართ ვინმეს პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდოდეს.

-დიახაც, ეჭვი გვაქვს სწორედაც ამ სასამართლო დავებთან დაკავშირებით დაიწყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დევნა და ხელისუფლება ასეთი ბინძური ხერხებით ცდილობს ჩვენს შეჩერებას, ვერ გვპატიობენ მათი გეგმების გამოაშკარავებას და მხილებას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და საზოგადოებას მოვუწოდებთ დაგვიდგნენ გვერდში დავიბრუნოთ ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის მოპარული ძალაუფლება და დავადგინოთ კანონი რომელიც მოემსახურება ქართველ ხალხს და არ მისცემს საშუალებას მაფიოზურ-კლანურ დაჯგუფებეს მიითვისონ ხალხის ძალაუფლება და ქონება!

-სულ ორი სიტყვით, გასაგებ ენაზე რომ გვითხრათ-რას ნიშნავს სააკაშვილი პოლიტდევნილად აღიარეს-შეუძლია ჩამოსვლა? გახდა ხელშეუხებელი? დიდ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე.

 მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის შეეძლო ჩამოსვლა საქართველოში, პოლიტიკური დევნილობა კი იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება აღიარებს მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს და იმ წარდგენილ სისხლის სამართლის ბრალდებებს აბათილებს და აცხადებს რომ ის მოგონილია და ცილისწამება შესაბამისად მის მიმართ ვეღარ განხორციელდება რაიმე სახის სისხლის სამართლებრივი დევნა და მას მიეცემა თავისუფლად იმოღვაწეოს საქართველოში. ასევე სახელმწიფო ვალდებული იქნება აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა თუ მას ამის სურვილი ექნება და გადაუხადოს კომპესაცია მისთვის მიყენებული მორალური თუ ქონებრივი ზარალისთვის.

ყველას ახსოვს როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებამ დაიჭირა, მაშინ დადგა საკითხი უკრაინის მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირებაზე და საქართველოს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ კიდეც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა უარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზესაქართველოში და მისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, რის შემდგომაც მიხეილ სააკაშვილი ევროპაში უკრაინის პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავით გადააფრინეს და ევროპაში დატოვეს. დღეს კი როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებას არჩევის მეორე ვადა ეწურება დაიწყო ის პროცესები რაც წინასწარ გარიგებული იყო ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის. ხელისუფლების გადაბარება დაწყებულია და ახლა როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს მისცა საშუალება მსოფლიოსათვის წარმოეჩინათ თითქოს მათ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს და დააფიქსირეს რვაასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა და არჩევნების გაყალბების უამრავი ფაქტები, მის დაბრუნებას მხოლოდ ერთიანი საყოველთაო სახალხო პროტესტი თუ შეაჩერებს, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი.

-პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრობას მოსამართლეები არავის აღიარებენ, ეს პოლიტიკური მცნებაა და სასამართლო ამაზე არც კი მსჯელობს. თუ რაიმე მეშლება

 სასამართლოს არც ახლა უმსჯელია, სასამართლოს წინაშე იდგა საკითხი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული დოკუმენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ზევით ავღნიშნეთ საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“: ,,საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი“ანუ ჩვენ ვასაჩივრებდით დოკუმენტს რის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სწორედ ეს დოკუმენტი დატოვა მოსამართლემ ძალაში, რითაც სასამართლოს წესით აღიარა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად. ამის შესახებ კი არა ერთხელ განვუცხადეთ მოსამართლეს და მოვუწოდეთ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო და უკანონო დოკუმენტი გაეუქმებია. ჩვენს მიერ პროკურატურაში შეტანილია აგრეთვე საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის ვასილ მშვენიერაძის წინააღმდეგ სასამართლოს პროცესის ხელის შეშლასა და მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისი მითითებით უშუალოდ მიმდინარე სასამართლო პროცესზე შემოვარდა მისი მდივანი და მოსამართლეს თამარ მეშველიანს მითითებები მისცა საქმესთან დაკავშირებით დღემდე ამ სხდომის ვიდეო ჩანაწერს სასამართლო არ გვაძლევს და გვიმალავ აუდიო ჩანაწერი კი უკვე განვათავსეთ სოციალურ ქსელში და გადავუგზავნეთ პროკურატურას.