რა დაპირება მიიღეს საპატრიარქოსგან აქციის შემდეგ გარემოვაჭრეებმა…

როგორც საზოგადოებას ახსოვს, 14 იანვარს მომლოცველებსა და ტურისტებს ჯვრის მონასტერი დაკეტილი დახვდათ. ჯვრის მონასწრის ბერები გარევაჭრობის წინააღმდეგ წავიდნენ და პროტესტი მონასტრის დახურვით გამოხატეს.

22 იანვარს კი გარემოვაჭრეებს ადგილის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარის, კონსტანტინე ჭინჭარაულის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

დღეს ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოვაჭრეებს მისცეს პირობა, რომ მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მათ კვლავ აღუდგებათ გარემოვაჭრეობის უფლება და სპეციალურ ტერიტორიას გამოუყოფენ.

ცნობისთვის, ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში იყო დახურული და 16 იანვარს გაიხსნა.