„ინაშვილის ქვეკლასი ლილუაშვილი პრაქტიკულად სუს-ის კულტივირებულ თემას ახმოვანებს“

პარტია „საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებას სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილად აღიარების თაობაზე

ვრცლად იხილეთ

https://www.gmtv.ge/53838-2/

“გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი დავით ნებიერიძე ეხმიანება და ამბობს, რომ თითიდან გამოწოვილი თემებით ცდილობს პარტიის ლიდერი აქცენტები მთავარი თემებიდან ტაკიმასხარაობაზე გადაიტანოს და ხელი შეუშალონ საზოგადოების რისხვის კონსოლიდირებას. ნებიერიძის თქმით ეს პრაქტიკულად სუს-ის კულტივირებული თემაა.

-ბატონი ლილუაშვილი ფაქტიურად ინაშვილის ქვეკლასია და მას არამც თუ იურისპრუდენციაში, არამედ პოლიტიკურ მეცნიერებაშიც საკმაოდ დაბალი კვალიფიკაცია გააჩნია.

დავიწყოთ იქიდან, რომ არამც თუ სასამართლო, არამედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც კი არ იღებს გადაწყვეტილებებს, სადაც იურიდიულად აღიარებს ამა თუ იმ პიროვნების პოლიტ პატიმრის ან პოლიტ დევნილის სტატუსს. ეს სტატუსი პოლიტიკური შინაარსისაა და არა სამართლებრივის.

ახლა მცირეოდენ შევეხოთ იმ ქოცურ ნარატივს, რომელითაც ცდილობენ კოჰაბიტაციის მცნების მარგინალიზაციას: ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით ამ მცნების შინაარსი. კოჰაბიტაცია პოლიტიკური ტერმინია და პოლიტიკურ თანაარსებობას ნიშნავს. სხვა და სხვა პარტიების თანაარსებობას ერთ პოლიტიკურ სივრცეში და ეს თავზე მოხვეული სურვილი კი არა პოლიტიკური რეალობაა – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უზარმაზარი ელექტორატი, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო იმაზე მეტი ხმები, ვიდრე ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც მოიპოვეს კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს ფაქტია და სირაქლემის პოზიციაში ჩადგომა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

ქვეყნის მთავარი პრობლემა კოჰაბიტაცია კი არ არის, არამედ ნაკლები კოჰაბიტაციაა ანუ, კოჰაბიტაციის ფაქტის მარგინალიზაციის მცდელობით მავანნი ახდენენ პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზაციას და მიაქანებენ ქვეყანას ჯერ ერთპარტიული მმართველობისკენ, შემდეგ კი ხელისუფლების უზურპაციისკენ და ავტოკრატიისკენ. არა და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და მრავალპარტიულობა. ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიის განმტკიცების უებარი საშუალებაა, რაც აბსოლუტურად არ ესმით “ჰომო სოვეტიკუსებს” და სტალინურ-ჰიტლერისეულ მოდელს ელტვიან ქვეცნობიერად.

ბოლოს კი მცირედით მინდა შევეხო იმ მოტივებს თუ რატომ გახდა საჭირო თემის ამ კონტექსტში წამოწევა. ბატონი ლილუაშვილის ორ კაციანი პარტიის ინტერესები აქ საერთოდ არ იკვეთება და არც ეფემერული სამართლიანობის თემაა წინ წამოწეული. აქ რამოდენიმე მოტივია. 1) საზოგადოების მხრიდან შერაცხული და მართლაც მოსამართლის სახელის შეურაცმყოფელი მოსამართლეების მაფიუზური დაჯგუფების ნაც მოძრაობასთან აფილირების მცდელობა. სინამდვილეში კი ეს მონსტრი პირადად ივანიშვილის ცოდვების კატეგორიას განეკუთვნება. შედეგად კი ცდილობენ ბესელია – ფოფხაძის გუნდისთვის სიმართლისთვის ტანჯულების ნიღაბის მორგებას და ახალი ოპოზიციური ფლანგის შექმნას.

მომიტევეთ ბატონებო, მაგრამ ქართველი ხალხის დატაცებული ფულითა და მათ წინაშე დაგროვილი ცოდვით დასიებული თავ-ყბა ამ ნიღაბში არ ჩაეტევათ, ამ პარაზიტ და კორუმპირებულ მედროვეებს.

2) მოტივი, რომელიც უკვე გაიცვითა, მაგრამ “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაოს” პრინციპით ეს არის კიდევ ერთი უგერგილო მცდელობა ამ გაურკვეველი ფასეულობების მატარებელი მუდამ სატელიტი “ჭე” კლასის სამ კაციანი პარტიის სახელით რეალურ ოპოზიციას კვლავ მოსცხონ ჩირქი და “ჩვენ აგვირჩიეთ თორემ ბუა დაბრუნდებაოს” პრინციპით საზოგადოების ირაციონალურ შიშებზე ითამაშონ ელექტორალური მიზნებისთვის.

3) ეფემერული და თითიდან გამოწოვილი თემებით აქცენტები მთავარი თემებიდან ტაკიმასხარაობაზე გადაიტანონ და ხელი შეუშალონ საზოგადოების რისხვის კონსოლიდირებას.

პრაქტიკულად სუს-ის კულტივირებული თემაა.