ჩაშლილი სხდომა და უსუფაშვილის იმედი

მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა. რეგისტრაცია მხოლოდ 30-მა დეპუტატმა გაიარა.

სხდომის ჩაშლას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და იმედი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს.

-„მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე. მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცხდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნციების შესრულებას“-განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ბოლო სესიის  არ ჩატარებას გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პარლამენტარებს თავიანთი მოვალეობა შეახსენა.

-„, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრლამენტის ყველა წევრის, როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის კანონიერი მოვალეობაა ბრძანდებოდნენ აქ“.

საბოლოო ჯამში, მე-8 მოწვევის პარლამენტმა ბოლო სხდომა ვერ ჩაატარა. პარლამენტში კვორუმი ვერ შედგა – რეგისტრაცია 30-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი 76 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო დარბაზში.საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში “ქართული ოცნების”, “რესპუბლიკელებისა” და “კონერვატორების” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღეს პარლამენტს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებისთვის უნდა ეყარა კენჭი.

კომენტარის დატოვება