„თაღლითთა ოჯახური კლანი ცდილობს დაზარალებულთა შემოწირულობის მითვისებას“-აქცია პროკურატურასთან

ქ.თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად რეალურად დაზარალებულთა 5 ოჯახის ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე საზოგადოებას 8 სექტემბერს 13 საათზე  პროკურატურასთან მისვლისა და მხარდაჭერისთვის მოუწოდებს.

-„რამდენი უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა საქართველოში,რამდენი პარტიის მაჟორიტარი თუ სიითი კადიდატი გულში მჯიღას იცემს ხალხისთვის უნდა ვიყოოო,მათთვის ყველაფერს გავაკეთებ ,რომ მათი დუხჭირი ცხოვრება გავუმჯობესოო და ვერეს ხეობის დაზარალებულთა 5 ოჯახის ბედი რომელიმეს გაინტერესებთ ? დღემდე უსახლკაროდ და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე რომ არიან დარჩენილები თაღლითთა ჯგუფის მიერ? სისხლის სამართლის საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით არ დამიტოვებია პრეზიდენტიდან დაწყებული ადამიანის უფლებათა კომიტეტით დამთავრებული ,მაგრამ რა ? არაფერი….საბოტაჯს აცხადებს ვაკის პროკურატურა და უკვე დამთავრებულ გამოძიებაზე შედეგის დადგომისაგან თავს იკავებს . უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ,რომ თაღლითთა მაღალჩინოსანი მფარველები “აჩმორებს” ვაკის რაიონის პროკურორს კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ,რომელიც თავის კაბინეტში გვემალება …..

თაღლითთა ოჯახური კლანი ,რომელთაც ჰყავთ სერიოზული მფარველები ,ცდილობენ რეალურ დაზარალებულთა ქონების და კომპენსაციების მიღებას.

ყველა მოქალაქეს , ვინც 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის დროს ერთ მუშტად შეკრულნი ,ეხმარებოდა ამ გაუბედურებულ ხალხს. გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდით ხვალ, 8 სექტემბერს,  13 საათზე მთავარ პროკურატურასთან აქციაზე, სადაც ვითხოვთ მხოლოდ სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას“-აცხადებს ადვოკატი.

კომენტარის დატოვება