მერია მოქალაქეებს სიახლეს სთავაზობს…

მოსახლეობის ჩართულობისა და მონიტორინგის მიზნით მერიამ ვებგვერდი built.tbilisi.gov.ge შექმნა

დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ახლადშექმნილ  ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

„ მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა დადეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვებგვერდი გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას.