სკოლაში უნდა იყოს ქაოსი…

ხატია შველიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სკოლაში უნდა იყოს ქაოსი და მე მის მოსაწესრიგებლად ათასგვარ საშუალებას უნდა ვეძებდე . უნდა დავსდევდე ორმეტრიან ბიჭებსა და გაპრანჭულ გოგონებს კუთხე -კუნჭულ ,ზოგს მორალს უნდა ვუკითხავდე კომუნისტი მასწავლებელივით ,ზოგს- ვებაზრებოდე ქუჩის ბიჭივით. სკოლაში უნდა იყოს ქაოსი- ზარის დარეკვას ვერ გებულობდნენ დასვენებაზე გამოსული გოგო-ბიჭები ,მე კი უნდა ვერეკებოდე გაკვეთილებზე . ზოგს სინდისი უნდა აღვუძრა , ზოგს უნდა ვეშპილკავო და საქმე ვურჩიო ,რა ,რატომ და როგორ… ახმახ ბიჭებთან მეგობრულ საუბარში შეუმჩნევლად ფეხის წვერებზე უნდა ვიწეოდე, ქურთუკზე სიგარეტის სუნი რომ ვიგრძნო და მერე გემრიელად ვჯორავდე, როგორ გაიპარა სკოლის გარეთ და ეს რა გააკეთა ,როგორ მოსჭრა თავი წინაპრებს. ვუხსნიდე,როგორ იუბედურებს ჯანმრთელობას და ილპობს ფილტვებს. იმან ერთ ყურში უნდა შეუშვას, მეორიდან გამოუშვას ,რომ მე კიდევ ერთხელ დავასკვნა:

– აჰა ,შეაყარე-მეთქი კედელს ცერცვი! სკოლაში უნდა იყოს ქაოსი – კუთხე-კუნჭულ ატუზულ შეყვარებულ წყვილს ჩემს დანახვაზე ელეთ-მელეთი უნდა მოსდიოდეს და მე კარგად ვმალავდე მათი დანახვისგან მოგვრილ ღიმილს, სახეზე წარბი უნდა ავწიო და ვითომ მკაცრი მასწავლებლის ფეხსაცმლის კაკუნით Ჩავიარო ,მერე კი ყური მივუგდო მათ Ჩურჩულს:

-“აუ, დაგვინახა? ახლა დედაჩემს რომ უთხრას?”

სკოლაში უნდა ვაშველებდე საჩხუბრად შეღერებულ ბიჭებს ,რომელთაც ჩემთვის ვითომ გაურკვეველი მიზეზით გაკვეთილზე დაიწყეს მამლაყინწობა . მერე ვაფიცებდე დედას ,რომ აპატიონ ერთმანეთს ან სხვა ჯერ კიდევ გაურკვეველ მეთოდებს ვეძებდე მათ დასაშოშმინებლად ,რადგან წინა მამლაყინწებს ესენი არ ჰგვანან და იგივე მეთოდი არ გამომადგება . სკოლაში უნდა იყოს ქაოსი -ჩემს გაკვეთილზე უნდა ვალაგებდე დერეფნებში დაწყებულ არეულობებს, ჩემებური ლიტერატურით ვტრუნავდე , სასიტყვეთში ვამოგზაურებდე და თან თვალებში ვკითხულობდე, ვისზე რამ იმოქმედა ემოციურად ,რომ მერე ხელისგულზე დადებული მათი სულიერი სამყაროს Შესახებ Ჩემს Თანამშრომლებს ,ბავშვების მშობლებსა და ათას სხვა ნაცნობს ვესაუბრო : – აი ,მე რომ უცუღლუტესი გიორგი მყავს…

– ჩემმა პროტესტანტმა მარიამმა თქვა… სკოლაში უნდა იყოს ქაოსი და ამ ქაოსის მოგვარებაში მე დაქანცული დავრბოდე. უნდა მეშლებოდეს ხანდახან ,რომ ღამეები ვათენო დარდით, ეს როგორ Შემეშალა ? !ამ მაიმუნს რა ვუყო ?! იმ ქალბატონს როგორ ავუტოკო ნერვი?! ხანდახან იდიოტური დასკვნაც უნდა გამომქონდეს :- არა ,რა ,ამისგან არაფერი არ დადგება -მეთქი ,უნდა ვკაპასობდე,წლების მერე კაცად და ქალად შემდგარს რომ ვნახავ ,კიდევ ერთხელ ვინანო და ამით საკუთარი თავი გავზარდო. წესრიგიან ,დავარცხნილ, დალაგებულ სკოლაზე სევდიანი არაფერია ! დაუბრუნეᲗ თავიანთი “აუტანელი” ბავშვები თავიანთ ” საზიზღარ ” მასწავლებლებს..