ზაზა სარალიძეს პროკურატურის ეზო დაატოვებინეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე 6 თებერვალს მთავარ პროკურატურაში მივიდა და როგორც დაანონსებული ჰქონდა  შალვა თადუმაძესთან შეხვედრას  გეგმავდა, თუმცა მისი მოლოდინი გამართლდა და პროკურორი არ შეხვდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალით გამოიყვანეს! პროკურორებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს!-გვითხრეს თვითმხილველებმა.

ადგილზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც დღეს პარლამენტში წერილი შეიტანა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.