150 წერილი 150 დეპუტატს…

მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს. 150, ერთი შინაარსის წერილი მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა. პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დეპუტატებს სთხოვს წერილობით უპასუხონ, არიან თუ არა თანახმა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

მისი თქმით, ის ხელისუფლებას არ ენდობა და ფიქრობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ ცდას არ დააკელებს, იბრძოლებს და  ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.

იხ.

https://www.gmtv.ge/54514-2/