თუ სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება, სოციალური მუშაკები გაფიცვას დაიწყებენ

სოციალური მუშაკები  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში მოთხოვნილია ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სერვისების ჩამოყალიბება და სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მენეჯმენტი არაეფექტურია, მაგალითად კი სოციალური მუშაკები ასახელებენ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდა, ისინი ახალ ტრაგედიასაც არ გამორიცხავენ.

წერილი ჯანდაცვის მინისტრს დღეს ჩაბარდება. სოციალური მოშაკები აცხადებენ, რომ თუ სამუშაო პირობები  არ გაუმჯობესდება, ისინი გაფიცვას დაიწყებენ.

სოციალურ მუშაკებს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც უჭერს.