ივანიშვილი: ჩოჩელი საინტერესო ბიზნესმენია, უარი თქვა ყოფილ მოძალადე ხელისუფლებაზე!..(ვიდეო)

   ზუგდიდში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა  ბიზნესმენები კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი წარმატებული ბიზნესმენებად მოიხსენია და განაცხადა, რომ ისინი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია და არც „ქართულ ოცნებას“.

-” როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე, ათმა თუ თორმეტმა კაცმა განაცხადა, რომ გადმოვდივართ აქეთ მხარეს. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ შეგვიქმნია. ესენი არიან ძალიან წარმატებული ხალხი. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი. რამდენჯერმე შევხვედრივარ და რჩევები მიმიღია. ასეთივეა ჩოჩელი. საინტერესო ბიზნესმენია. ეს ის წარმატებული ხალხია, ვინც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა საკუთარი წარმატებები და არა პარტიის დახმარებით. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია ოქრიაშვილი და არც ჩვენ…
მათ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი გზა აირჩიონ, როგორც კი მიეცათ საშუალება, უარი თქვეს მოძალადე ყოფილ ხელისუფლებაზე და გადმოვიდნენ, სწორ ადგილზე დადგნენ. მაშინ ვინც გაუწია წინააღმდეგობა სააკაშვილს, სად არიან დღეს? ზოგი დაარბიეს, ზოგი გადაწვეს, ზოგი ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს გონება ეყო და გაუაზრებელ ძალას წინ არ დაუდგნენ, მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. იმდენი ჭკუა ეყოთ, არც თავი მოაკვლევინეს, არც თავი დააჭერინეს და არც დაარბევინეს, ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება