„ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნებათ, „შეწყვიტე იყო ქართველი, სომეხი, ებრაელი რომ გახდე სრულფასოვანი რუსი“ – თინა კანდელაკი

ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს, – ამის შესახებ ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე წერს.

„ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნებათ, „შეწყვიტე იყო ქართველი, სომეხი, ებრაელი, ქურთი, ტაჯიკი, რაც არ უნდა იყოს, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი“.

რუსეთი ამბობს: „იყავი შენი თავი, დაიმახსოვრე შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად მხოლოდ უფრო ძლიერი ხარ“.

ასე რომ, თანამედროვე სამყაროში თქვენი კულტურის შენარჩუნების შანსები მრავალჯერ მეტი ხდება!

გილოცავთ გამარჯვების დღეს!“, – წერს თინა კანდელაკი.