“არ არის ტრაგედია, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყოს იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს”

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა.

„მსჯელობის პროცესში არც მსაჯული არავინ უნდა იყოს და არც არვინ არ უნდა ცდილობდეს, რომ რაღაც დამატებითი სარკასტული განცხადებებით შეაწუხოს საზოგადოება. თუკი აზრთა სხვადასხვაობა უკვე გადავა იმ სტადიაში, როდესაც შეუთავსებელი იქნება ადამიანთა ერთად ყოფნა, არც იმაში არ არის დიდი ტრაგედია, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყოს იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხის არსია თვითონ საინტერესო, მნიშვნელოვანი. თუკი ეს შედეგს მოიტანს იმისას, რომ ადამიანები ერთად ვერ იქნებიან გარკვეულ ფორმატში, ესეც არ არის დიდი ტრაგედია და ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკაა და ცხოვრება პოლიტიკური, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, რაღაც ასეთ მოულოდნელობებსაც გვთავაზობს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ  ეკა ბესელიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისი თქმით კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა აუცილებელია.