პოლიტიკა

„სიძულვილის ენასთან დაკავშირებით რომ ევროკავშირს რეკომენდაცია ჰქონდა, ეს ახალი არ არის ისევე, როგორც არც ის არის ახალი, რომ მარეგულირებელი კომისია არ არის დამოუკიდებელი” – თეონა აქუბარდია

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება თვითრეგულირება იყო, „ქართულმა ოცნებამ” კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რისკები შექმნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„სიძულვილის ენასთან დაკავშირებით რომ ევროკავშირს რეკომენდაცია ჰქონდა, ეს ახალი არ არის ისევე, როგორც არც ის არის ახალი, რომ მარეგულირებელი კომისია არ არის დამოუკიდებელი. კანონმდებლობით კი, თვითრეგულირების ნაცვლად, რეგულირების საგანი ხდება არამხოლოდ სიძულვილის ენა, არამედ უხამსობა. ეს პრობლემა რომ გადასაწყვეტი იყო, ეს კიდევ გაზაფხულზე გვითხრეს, როცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“. ერთია ევროკავშირის მოწოდება, რომ თვითრეგულირება უნდა იყოს და არა რეგულირება, მეორეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა რისკები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სიძულვილის ენის თვითრეგულირებას მოგვიწოდებდა რეკომენდაციით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.