„ოცნების“ სიაში მოქმედი დეპუტატები მეორე ოცეულიდან მოხვდნენ

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ 155 კაციან საპარლამენტო სიაში მოხვდნენ მოქმედი დეპუტატებიც.

მანანა კობახიძე სიაში მე-12 ნომერია, ეკა ბესელია მე-13, ზვიად კვაჭანტირაძე სიაში მე-14 ნომრად არის წარმოდგენილი, ზვიად ძიძიგურს მე-15 ადგილი ერგო, გია ჟორჟოლიანს-მე-16, გიორგი გაჩეჩილაძეს – მე-17.

თემურ ჭკუასელი, გიგა ბუკუა  და ნუკრი ქანთარია ვერც ოცეულში მოხვდნენ.

ნუკრი ქანთარიას 25-ე ადგილი, თემურ ჭკუასელს – 37-ე ნომერი, გიგა ბუკიას კი 35-ე ნომერი შეხვდა.

კომენტარის დატოვება