გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდები ჩაატარა. ფხენიანმა წუხელ ღამით თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ატომური ბომბი ააფეთქა. ცდის წარმატებით დასრულება ცენტრალურმა ტელევიზიამ КНДР გადმოსცა. ადგილობრივი მედია ამბობს, რომ ცდები კიდევ გაგრძლდება.

ფაქტს მსოფლიო საზოგადოების გამოხმაურება და მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ გააკეთეს. ობამას თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო „სერიოზულ შედეგებთან“ ექნება საქმე. მომხდართან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.

კომენტარის დატოვება