ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ლექცია წაუკითხეს. ღონისძიებაზე, 98 წლის წინ, თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ფოტო და ბიოგრაფიული მასალაც იყო გამოფენილი.

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას  წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა, წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთში, თავდაცვის ძალებში დასაქმებულმა ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.