პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა.