მერაბ ღოღობერიძე ნაციონალების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე 2012 წლის დოკუმენტს ასაჯაროვებს და ამბობს, რომ დოკუმენტს პროკურატურას წარუდგენს და ყველა დამნაშავე ჩინოვნიკის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

14248761_1057000254336697_2003960556_n

-„აღნიშნული დოკუმენტი 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ შეიქმნა, რათა წინასარჩევნოდ მოსყიდვის ფაქტები მათი ჭკუით გამჭირვალე ყოფილიყო, ჯერ გასამართლებულები, შემდგომ დაპროცესებულების ოჯახებს აიძულებდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხარდასაჭერად 120 ადამიანის მიყვანას და ხმის მიცემის სანაცვლოდ ასე თამამად უშვებდნენ ბრალდებულებს!

კიდევ ჩაიკმიდეთ ხმა, კოჰაბიტაცია უშველის დღეს რასაც ესენი მამლობენ? არჩევნებს ვიგებთო და ქართული ოცნება აყალბებს, აშანტაჟებს და კიდევ ათას უბედურებას  სჩადისო!..

ეს დოკუმენტი შემაქვს პროკურატურაში და მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოახდინონ ამ დოკუმენტზე რიაგირება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის დამნაშავე ჩინოვნიკი, ვინც იძულების წესით აშანტაჟებდნენ ადამიანებს!“-აცხადებს ღოღობერიძე.

კომენტარის დატოვება