დღეიდან ახალი პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდა

ამ წუთებში „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში თაკო ჩარკვიანის ახალი პარტიის „კანონი და სამართალის“ პრეზენტაცია იწყება.  დღეიდან  ახალი პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდება. „კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე.

ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

ყრილობის დაწყებამდე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა:

„კრიზისია, კრიზისი სხვა არაფერი არ არის. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით – კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი“

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერებიც.

https://www.facebook.com/newposts.ge/videos/608902642856406/UzpfSTEwMDAwMDQwNTMyNDAyOTpWSzoxOTUyNTA1OTA4MTkzNzgx/