საოცარი შარმის ულამაზესი ქართველი ქალი ინგლისური სისხლით…

თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლია ელიავა დღეს 84 წლის გახდებოდა.

ლია ელიავას მართლაც საოცარი შარმი ჰქონდა. მისი სინატიფე, კდემამოსილება და სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა. საოცრად დახვეწილი, გაწონასწორებული და თავშეკავებული იყო.

ბევრმა არ იცის, რომ ლია ელიავას ძარღვებში ინგლისური სისხლიც ჩქეფდა. ინგლისელმა ქალბატონმა ანა შელიმ თავადი ტუსიშვილი თეირანში გაიცნო და დაქორწინდნენ. იქვე შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც დედის სურვილით, ანა დაარქვეს. საქართველოში ჩამოსულმა ანა ტუსიშვილმა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ივანე კერესელიძე შვა. ივანე კი ლიას დედის, ეკატერინე კერესილიძის ბაბუა იყო.

ლია ელიავა:

„ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია…

„უსზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი“.