ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა.

სახელმწიფო ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ ბესარიონხარძიანის  განზრახ მკვლელობის  მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფ.გ., ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინისრესპუბლიკის  ყალბი პასპორტის გამოყენებით, ო.დ.-სთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივივადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა,  შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი,  კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაშიცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვისხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფ.გ. ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდისქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფ.გ. მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლიიარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავედღეს,  ფ.გ.-მ  და ო.დ.-მ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შეგახსენებთ, რომ ფ.გ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისმართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალურიდოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამენაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლისპირველი  ნაწილით და  362-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო  ო.დ.-ს – შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაულიგათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად  გაიზიარა პროკურატურის პოზიცია კვალიფიკაციისნაწილში და ბრალდებულებს 19 – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულები ო. დ. და ფ. გ. იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.