დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება.

როგორც ირკვევა, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვას.

ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, პროკურატურას დაშინებული ან მოსყიდული ჰყავს სამხარაულის ექსპერტები.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.