გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დაკრძალავენ

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. ცხედარს სენაკის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაასვენებენ, 14:00 საათზე კი გაასვენებენ.

მანამდე გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.