თამარ ქალდანის ბოლო და განსხვავებული ანგარიში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა.

ვინაიდან წელს, ივლისში, 6 წელი გადის მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არსებობს, მე ამ ფორმატში და ამ სტატუსში ბოლოჯერ მიწევს ანგარიშის წარმოდგენა თქვენთვის. ამიტომ, წლევანდელი ანგარიში ოდნავ განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითადად შევეხეთ 2018 წელს, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ 2018 წელს გამოვლენილი დარღვევების, პროგრესის და გამოწვევების გარდა, ჩვენ, ასევე ავსახეთ 6 წლის სტატისტიკური ინფორმაციაც, რომელიც იძლევა საშუალებას ამ 6 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა გაანალიზდეს და ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით არსებული ტენდენციების ანალიზიც განხორციელდეს.
ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ 8 მოქალაქის მომართვითა და 2 ინსპექტირებით და მას შემდეგ ზრდის ტენდენცია უცვლელია. უკვე 2018 წელს მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 470 პროცესი შეისწავლა. აქედან გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზეგაფრთხილება და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 მითითება და დავალება. ასევე, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო 7 საქმე გადაგზავნილი იქნა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა, მართალია ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც, კლება სამართალდარღვევების რაოდენობის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, საკონსულტაციო შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სექტორში და ასევე, მსხვილ კერძო ორგანიზაციებში საგრძნობლად არის გაზრდილი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე და ასევე, ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციის გავლის მიმართ ინტერესი.

მხოლოდ გასულ წელს, ჩვენ 6100-ზე მეტი კონსულტაცია გავეცით და რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრესთან ერთად, ცხადია რჩება გამოწვევები. ზოგადად, უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრების დაცულობის თვალსაზრისით ჩვენ სხვა უფრო ფართო გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ეფექტური და დროული საგამოძიებო მოქმედებები ფარულ კადრებთან დაკავშირებით, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებთ იმ გამოწვევებზე, რომელთანაც გამკლავება ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია. ასეთ გამოწვევებს შორის 2018 წელს დაფიქსირდა: მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არასამსახურებრივი მიზნებით გადამოწმება, მონაცემთა კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვანთა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და სხვა“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საჯარო სექტორში მონაცემთა დამუშავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ შესწავლილი იქნა სამინისტროების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი.

70 სამართალდარღვევის ფაქტზე 11 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 7 შემთხვევაშიგაფრთხილება; გარკვეულ დარღვევებზე, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ვერ მოხდა, თუმცა გაიცა 50 შესასრულებლად სავალდებულო მითითება და რეკომენდაცია“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, 2018 წელს მზარდი იყო საჯარო ორგანიზაციების მიმართვიანობა კონსულტაციებისთვის. კერძოდ, გასულ წელს ინსპექტორის აპარატმა 915 კონსულტაცია გაუწია საჯარო დაწესებულებებს. ასევე, ჩატარდა ათეულობით ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2018 წელს გამოვლინდა საჯარო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებზე მოხელეთა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ თავად უწყებებიც ახდენენ რეაგირებას და დისციპლინურ წარმოებას. ეს მნიშვნელოვანია საკითხია, ვინაიდან გარე კონტროლის მექანიზმებთან ერთად შიდა კონტროლის მექანიზმებიც ეფექტიანად უნდა ფუნქციონირებდეს. ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად შეიძლება გარკვეულ უწყებებში შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება“, – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემების დამუშავების კუთხით რამდენიმე გამოწვევა.

თამარ ქალდანმა, თავის გამოსვლაში, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექტორის აპარატის რეკომენდაცია გააცნო.

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული სიის ფორმატირება, დაჯგუფება და .. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და დგება რისკი არაპროპორციული მოცულობით მონაცემთა დამუშავების და ასევე, არაუფლებამოსილი პირებისთვის ამ მონაცემებზე წვდომის, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ყველა დაინტერესებული მხარის და ყველა ინტერესის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოხდეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციის შეფასება და გაძლიერდეს მონაცემთა დაცვის სტანდარტი“, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე საუბრისას, თამარ ქალდანმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა 42 მოქალაქის განცხადებების განხილვისა და 20 ინსპექტირების ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოთა მიერ სხვადასხვა მიზნით მონაცემთა დამუშავების 70-მდე პროცესი შეისწავლა.

5 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, 2 შემთხვევაშიგაფრთხილება, 13 შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა გაიცა 40-მდე დავალება და რეკომენდაცია. 2018 წელს შემცირდა სამართალდამცავ სექტორში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა და ასევე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მომართვიანობა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოთვალთვალის საკითხებზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, როგორც საკანომდებლო ცვლილებების, ასევე უწყებების მხრიდან გატარებული გარკვეული ზომების დადებით ეფექტზე“, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელიც სამართალდამცავ სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას მოითხოვს.
ასეთ საკითხებს განეკუთვნება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემების დაცულობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემთა შენახვის ვადა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მონაცემთა დამუშავება და მხოლოდ კანონიერი საფუძვლით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით მონაცემთა მოპოვება და გამჟღავნება და კიდევ ერთი თემამოქალაქეთა ინფორმირების ვალდებულების ჯეროვანი შესრულება“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის საკითხებზე საუბრისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა, ასევე გაზრდილია სასამართლოს მხრიდან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, ვადის გაგრძელებისა და მოქმედებების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობაც.

2018 წელს აპარატში შემოვიდა მოსამართლის 1397 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებაჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ. შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 96 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. დამატებით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილ ორგანოს ეცნობა 9 განჩინებაში არსებული ბუნდოვანებაუზუსტობის თაობაზე. პირველად დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები და ეს საქმე ეხებოდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და საქმე უკვე გამოძიებისთვის გადაეცა გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ოპერატიულტექნიკური სააგენტოს 4 შემოწმება ჩავატარეთ. ასევე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ცალკე შემოწმდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე უსაფრთხოების სამსახური“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურისა და გამოძიების მხრიდან არსებული ერთგვაროვანი მიდგომები.