დავით აღმაშენებლის აკადემიასთან არსებული ჟურნალისტიკის სკოლა აცხადებს მიღებას

 თუ გიყვარს  ჟურნალისტიკა და გინდა შენი ძალები მოსინჯო ამ სფეროში, გინდა გაგიცნოს საზოგადოებამ,

გსურს პროფესიის შეცვლა-მაშინ შენი ადგილი სწორედ აქ არის !

უკვე ერთ თვეში მიხვდები, რომ სწორი არჩევანი გააკეთე!

დავით აღმაშენებლის აკადემიასთან არსებული ტელე – რადიო ჟურნალისტიკის სკოლა

აცხადებს მიღებას:

ჟურნალისტის (პრესა-რადიო-ტელევიზია),

-ტვ-მემონტაჟის,

-საოპერატორო ხელოვნების,

-ვებ-საიტების შემსწავლელ კურსებზე.

ჩამოთვლილი დისციპლინების გარდა შეისწავლება; ინგლისური, ფოტოხელოვნება, მეტყველება, კომპიუტერული პროგრამები.

კურსის მიზანია, ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიღემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება:
• საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და არგუმენტირებულად გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად);
• ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება;
• ტექსტზე მუშაობა და მისი სტილისტურად გასწორება, სიუჟეტის დაგეგმვა და ა.შ.
•ჟურნალისტური ოსტატობის გაცნობა

სწავლის მსურველები გაივლიან მოკლე და აუცილებელ კურსს:
პრესის ინგლისურში (ტერმინოლოგია);
ეკონომიკურ, სამედიცინო, იურიდიულ, პოლიტიკურ, სპორტულ, რელიგიურ ჟურნალისტიკაში;
გაეცნობიან მასებთან მუშაობის წესებს (მუშაობას აქციებზე, მანიფესტაციებზე, ბრიფინგ-პრესკონფერენციებზე).

წარჩინებული სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან რადიო კომპანიებსა და ტელევიზიებში. მათი შემოქმედებითი მასალა გაშუქდება სხვადასხვა მედია-საშუალებებით.
სკოლაში სწავლის მსურველთა ასაკი იწყება 15 წლიდან. კურსი 3 თვიანია. კურსის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 20 ოქტომბრამდე აკადემიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592001795

 

კომენტარის დატოვება