ტიმოშენკო მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან მისი თქმით მეორე ტურში გასული ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს და ვერ შეაჩერებს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტს.

ტიმოშენკო აცხადებს, რომ არ გეგმავს სასამართლოში გაასაჩივროს პირველი ტურის შედეგები.