ხაშურიდან „გირჩის“ მხარდამჭერები მთაწმინდის რაიონში ჩაეწერა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის ხაშურიდან „გირჩის“ 20-მდე მხარდამჭერი თბილისში მთაწმინდის რაიონში ჩაეწერა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის „გირჩიდან“ პარლამენტში მოსახვედრად ჰერმან საბო იბრძოლებს, სწორედ მის მხარდაჭერას ემსახურება ხაშურელთა ნაწილის საცხოვრებელი მისამართის ცვლილება.

შუალედური არჩევნები მაისში ჩატარდება. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.