„ვერავინ შემაჩერებს! ჩვენ ვაგრძელებთ!..”

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საგანგებო ბრიფინგზე  ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის

იხ.

https://www.gmtv.ge/56989-2/

დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას ყოველგვარი სანქციის გარეშე დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვს.

მანუჩარ ჩხეტია, ოპოზიციის ორ სხვა წევრთან ერთად გუშინ დააკავეს. მას სამართალდამცავები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

სანდრა რულოვსის განცხადებით ის უკვე ორი კვირაა ზუგდიდში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს და მას მუდმივად დაჰყვებიან და უთვალთვალებენ. მისივე თქმით სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები ცდილობენ რომ მოახდინონ პროვოკაციები.

„მე უკვე ორი კვირაა ზუგდიდში ვარ, ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან და დაგვდევს გადაცმული პოლიციელები, პროვოკატორებს ეძახიან. მერე გამოჩნდებიან შეხვედრებზე პროვოკაციებზე მოდიან და გვიშლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის დაუშვებელი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს თვალი ადევნონ პროცესს.

„ვერავინ შემაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას როგორც არის დაგეგმილი. ძალიან გაუჭირდებათ მათ პროვოკაციის გაკეთება. იმიტომ რომ თვითონ ხალხი ძალიან განერვიულებულია ასეთ მიდგომაზე, მერე მოსყიდვაც იქნება, ძალადობაც მოსალოდნელია. და ვთხოვ ყველას, საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესს რომ ამ პროცესს ძალიან კარგად გადახედონ,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.