ვაკის რაიონში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე  დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებსგანახორციელებს.