ხვალ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის კანდიდატი დასახელდება

ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის კანდიდატს საზოგადოებას წარუდგენენ. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის მნიშვნელობაზე გამახვილდება ყურადღება.

ადგილი – 2 მაისი, 10:30 საათი, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე.