წარმოსახვა იყო, უჩვეული ზმანება, მაგრამ ძალიან მინდა ახდეს! გიორგობას გილოცავთ!

წმინდა გიორგის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ეს კი შარშან იყო…

ბლოგი

ეკლესიაში ბევრი ხალხი იყო, მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას ზეიმობდა. სანთლების ციალმა თვალი მომჭრა და დავხუჭე…თვალდახუჭულმა კი ნათლად დავინახე თითქოს ეკლესია ენგურის ხიდზე იდგა,  იქაც ბევრი ხალხი იყო, ამ დროს 5 ცხენოსანი მოვიდა, მათ წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული, სულ თეთრებში ჩაცმული მხედარი მიუძღვოდა, სახე არ ჩანდა, იისფერი იყო ირგვლივ ყველაფერი, რაღაც ბრჭყვიალა წერტილები დარინავდნენ ირგვლივ…სანთლების ციალში იქაც ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს…

…ეს მხედარი გავიდა ხიდზე, შუბი აიქნია და ცისარტყელა გამოსახა, წამოდითო გვანიშნა და ამ ცისარტყელის ქვეშ გავიარეთ, ასე გავედით ენგურის ხიდი…სულ ახლოს აფხაზეთი იყო…

…მოხუცმა ქალმა გამომარკვია-შვილო, ცუდად ხომ არ ხარ, რატომ ტირიო…არ ვტიროდი, ცრელები თავისით მოდიოდა, გავუღიმე, ირგვლივ მიმოვიხედე, უამრავი სანთელი ენთო, მე კი წმინდა გიორგის ხატთან ვიდექი…მივხვდი ეს ყველაფერი წარმოსახვა იყო, უჩვეული ზმანება….

მინდა ეს ზმანება ამიხდეს!!!