აბიტურიენტებს საღამოს 6 საათამდე შეეძლებათ გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა

 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის მსურველ აბიტურიენტებს დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს აბიტურიენტებისათვის სიახლეებია, კერძოდ,

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.