“რუსთავი 2-ის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება…”

„რუსთავი 2“ -ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება.

“მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,“-აცხადებს თეა წულუკიანი.