საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის 74-ე ბაღში ნეიროპლასტიურობის საპილოტე პროგრამა დაინერგა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის 74-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ნეიროპლასტიურობის საპილოტე პროგრამა„ნეიროპლასტიურობა და განათლება“  დაინერგა, რომლის შედეგებსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილიდა, წევრები მარიკა დარჩია და ერეკლე კუხიანიძე გაეცნენ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, ნეიროპლასტიურობისპროექტი ინოვაციურია და სამომავლოდ ის თბილისის ბაღებში აქტიურად დაინერგება.

,,საპილოტედ დავნერგეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნეიროპლასტიურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბავშვებში სხვადასხვა სახის სპეციალური თამაშობების შემოღებით,  აღსაზრდელების ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.ამჯერად პროექტი საპილოტეა, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი  საერთო სააღმზრდელო მეთოდოლოგიაშიინტეგრირება’’. – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზეისაუბრა საბავშვობაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

„ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურობაში დანერგვის მიზნით, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს.“ – განაცხადაკახაბერ გვანცელაძემ.

ნეიროპლასტიურობის პროექტიცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა და მოიცავსტრენინგებს, ბავშვებთან პრაქტიკულ მუშაობას და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა, ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.

პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები განახორციელეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, სპეციალურად ამ პროექტისათვის, ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.