“ამ მიდგომით დაიკარგა აფხაზეთი! დღეს იკარგება სამეგრელო! ეროვნული კატასტროფის წინაშე ვართ!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თამარ ბელქანია

თსუ-ს პროფესორი

-სამეგრელო ნაქსოვის იმ თვალს გავს თუ “ჩავარდა” მთელი ქსოვილი დაირღვევა. ის რაც დღეს სამეგრელოში ხდება არის შეურაცხმყოფელი. ხალხი და კუთხე მაშინ ახსენდებათ როდესაც პოლიტიკური მკლავია გადასაწევი და არაფერს ერიდებიან. ეს იმის ფონზე რომ ცარიზმიდან მოყოლებული “მეგრულს” რუსეთი “ქართულს” უპირისპირებს და ამ დაპირისპირებაში ისიც არაფერს იშურებს…მას “მეგრული თემით” უნდა საქართველოს საბოლოო გახლეჩა! სოფლები შიმშლობენ, ხალხი უმუშევარია, კაცი დაბეჩავებული, ქალი გამგელებული, ბავშვი დასტრესილი…მოხუცი ცოცხალ-მკვდარი. დრო დინებით მიედინება და ამ ყოფაში გადის წუთისოფელი… არ დამთავრდა “მეგრულით” სპეკულირება.

სად ხართ ხოლმე სანამ არჩევნები არ მოვაა? მანამდეც იგივეა ეს ხალხი, ზღვა და ზღვა პრობლემებიც! პოლიტიკაც ჩაივლის(იმედია), ის ხალხიც ვინც დღეს ქმნის “პოლიტიკას” მაგრამ ჩვენ უნდა გავადრჩეთ და თან ღირსეულად! მეც შემიძ₾ია გავჩუმდე და შორიდან ვუყურო სხვებივით ამ უნიჭო სპექტაკლს, მაგრამ განა ისედაც ცხადი არ არი რაც ხდება?! სად არის ამ დროს ეკლესია, როდესაც წინასაარჩევნოდ ქართველთა ენობროვ ერთიანობასაც ბზარავენ! პოლიტიკა დღეს კეთილდღეობასთან იგივდება.

პოლიტიკური ბერკეტი საკუთარი ბიზნესის ლობირებასთან, უპასუხისმგებლობასთან, არასახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, გულგრილობასთან, გაუნათლებლობასთან, უზნეობასთან, ყველაფრის მკადრებლობასთან, ხეპრეობასთან! ამ მიდგომით დაიკარგა აფხაზეთი უკანმოუხედავად! და ამ მიდგომით იკარგება დღეს სამეგრელო. სამეგრელოში ისევ ისე შიმშლობს რიგითი ადამიანი! ერთი თხილი იყო და ისიც გაფუჭდა! აქ უნდა დაისვას ერთადერთი კითხა რა იქნება ხვალ? ხოდა ამაზე პასუხი გეტყვით, როგორ მოიქცეთ დღეს! რეალურად ეროვნული კატასტროფის წინაშე ვართ.