სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთარ ქველიძესაც წარუდგინეს. პროკურატურა მას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.

საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა.