„გადავიღე, რა კვება და რა პირობები აქვთ, პატიმრებზე უარეს მდგომარეობაში ამყოფებენ”

გაფიცულ მაღაროელებთან საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ”2020”-ის დამფუძნებელი, ანი მიროტაძე და დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ჩავიდნენ.

დავით ჭიჭინაძე სახელწმიფოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. დეპუტატის თქმით, ის დღეს გაეცნო მაღაროელების პრობლემებს და მისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი კვების რაციონია.

„გადავიღე, რა კვება და რა პირობები აქვთ, საერთოდ, მე ვფიქრობ, ეს ნებისმიერი დეპუტატისთვის კი არა, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის შეშფოთების საფუძველია, იმიტომ, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში საკუთარ მოსახლეობას სახელმწიფო ასე ექცეოდეს, რასაც მე დღეს აქ ვხედავ და რაც ამ ადამიანებს აქვს ის გაუსაძლისი პირობები შრომის. გულაგები მე მეგონა მეოცე საუკუნეში დამთავრდა, ამ ადამიანებს პატიმრებზე უარეს მდგომარეობაში ამყოფებენ და თვითონ ის კვების რაციონი, რასაც ესენი იძახიან, ვფიქრობ, ეს შესასწავლია იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლი არ ჭამს ის სოსისს, რასაც ამათ აძლევენ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების თქმით, ახლადარჩეული მერის გადაწყვეილებით, მათ დღეიდან იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება.