სიღნაღში 2 საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა!

ნინო გოგოლაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ზემო ბოდბე და ქვემო მაჩხაანში წუხელ ჩამოინგრა ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების სახურავები,
🔴რომელიც 2018/2019 საბიუჯეტო წელს გარემონტდა და ბიუჯეტს დაუჯდა 10 000-ობით ლარი…
🆘️🆘️🆘️ ხოლო კომპანია, რომელმაც აღნიშნული ტენდერი მოიგო და განახორციელა
🔴სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ქართული ოცნების თავდომარის ვანო მირიანაშვილის “მეწილის”/ძმაკაცის კომპანიაა…

ჩვენ კი გეტყვით, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისთვის ნგრევის მიზეზები უცნობია. ამბობენ, რომ დილით ბაღში მისულ პედაგოგებს თაბაშირ-მუყაოს ჭერი იატაკზე დახვდათ.

ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2016 წელს გარემონტდა. სამუშაოები 60 ათასი ლარის სანაცვლოდ, კომპანია „გიორგიწმინდა 1“-მა შეასრულა. ბაღში დღეს კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან, ადგილზე მხოლოდ ის მუშები გააგზავნეს, რომლებმაც ამ ბაღში 3 წლის წინაც იმუშავეს.

ჭერი ჩამოიშალა სოფელი ბოდბის საბავშვო ბაღშიც. ეს შენობაც 2016 წელს გარემონტდა. ბაღის დირექტორი ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, რადგან შემთხვევა აქაც ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.

ნგრევის სავარაუდო მიზეზად უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ინსპექტირების სამსახურმა 3 წლის წინ ეს შენობები შეამოწმა და ოფიციალურად ჩაიბარა. დღეს კი ამბობენ, რომ კომპანიებმა შეცდომა დაუშვეს და მათ ორივე ბაღში ჭერის შეკეთება დაევალათ.

ცნობისთვის, სოფელი ბოდბის საბავშვო ბაღი შპს „სკანაქსიმ“ გაარემონტა.