ავსტრიის ელჩი ოფიციალურ “ფეისბუკის” გვერდზე განმარტებას აკეთებს

ავსტრიის ელჩი ოფიციალურ “ფეისბუკის” გვერდზე განმარტებას აკეთებს და ამბობს – „ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოღებული”

არად ბენკოს განმარტებით, ელჩებთან შეხვედრაზე მან როგორც ინვესტირებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებზე, ასევე საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, გამოყენებული იყო გარკვეული გამონათქვამები, რომლებიც შესაძლოა არასწორად ყოფილიყო გაგებული.

„გასულ კვირას სამ ელჩს ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი დადებითი საკითხი განვიხილეთ. მე ვისაუბრე იმ ფაქტზე, რომ კორუფცია საქართველოში დაბალი ნიშნულზეა, გარანტირებულია კანონის უზენაესობა, ბევრ სფეროზე, სადაც ავსტრიული ინვესტიციებია ჩადებული. ასევე ვახსენე რამდენიმე საკითხი, რომლებითაც არ ვართ ძალიან ბედნიერები. ვფიქრობ, დიპლომატისთვის არასწორ სიტყვებს ვიყენებდი, მაგრამ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ საქართველო ჩვენთვის არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეგობრებთან გულახდილები ვიყოთ. სწორედ ამიტომ, მე შესაძლოა ხანდახან ვიყენებ მსგავს სიტყვებს, იმისთვის რომ სწორი მესიჯი გადმოვცე. რადგან იმ სფეროებში, რომლებიც ვახსენე, ავსტრია ეხმარება საქართველოს ევროპულ დონეზე გავიდეს,“-განაცხადა ელჩმა.