მიხეილ კალანდიას მამა ბრძოლას იწყებს

დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახი თვლის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო.

„ჩვენ ბრალდებას არ ვეთანხმებით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივე არის, რაც აქამდე იყო. არასაკმარისი მისი დაკავებისთვის,“-განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არც ბრალდებულის მამა. თენგიზ კალანდია ამბობს, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს და გამოიყენებს ყველა კანონიერი გზას რაც კი არსებობს.

მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.  ბრალდებული თავს დამნასავედ არ სცნობს.

წინა სასამართლო სხდომა 11 ივლისს გაიმართება.