საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე ქართველმა მოდელმა გაიმარჯვა

ბულგარეთში, საერთაშორისო სამოდელო კონკურსი ,,Miss Tourism International-2019“ გაიმართა, სადაც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელმა მარია მამუჩაშვილმა გაიმარჯვა.

როგორც ჩვენთან საუბრისას სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა განაცხადა, კონკურენცია საკამოდ დიდი იყო და 30 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. გრან-პრი კი ქართველ ლამაზმანს ხვდა წილად.

ეკა მგალობლიშვილი

„მე ვარ ამაყი, რომ ჩემს მიერ წარდგენილი ქართველი პატარა, თუ უფროსი თაობის მოდელები ხელდამშვენებულები ბრუნდებიან საქართველოში. ორმაგად ვამაყობ, რომ ღირსეულად გაგვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს მასშტაბით. ვულოცავ მარიას და სრულიად საქარველოს ამ გამარჯვებას“, – განაცხადა ეკა მგალობლიშვილმა.

მისივე თქმით, „Miss Tourism International-2019“ „კატრინის“ მოდელმა 2018 წელსაც გაიამარჯვა და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ასახელა. კონკურსი, შარშან პორტუგალიაში ტარდებოდა და მანდაც ქართველმა გოგონამ 50 ქვეყანას შორის გაიმარჯვა – „Best Global Model Of the Year -2018“.