ელექტრომობილის, რომლის წარმოება ქუთაისშია დაგეგმილი

კახა კალაძემ იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება ქუთაისშია დაგეგმილი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი.

კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილებიე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა გარემოსდაცვითსხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასშეუწყობსხელს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე„ქარშეარინგის“აპლიკაციაგადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისშიმოხდება. დღეს ჩვენ ქალაქშიბევრი ელექტრომობილი გვჭირდება იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურადუნდა მოხდეს.საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული. ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებასმივცეთ სტიმული,ელექტრომობილები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,ელექტროდამტენებსამონტაჟებს.

„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს,ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქშიმაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით,ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელსაქართველოში განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს  აშენების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვისმადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„მადლობამამუკა ბახტაძეს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისშიმოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების წარმოება ადგილობრივად, საქართველოშივე მოხდება და ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ“,  – განაცხადა კახა კალაძემ.