“ჩვენ არასოდეს ვცნობთ აგრესორი ქვეყნის მიერ მინიჭებულ მოქალაქეობას”

უკრაინა დონბასის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეებად არ აღიარებს! – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონბასიდან როსტოვის მხარეში რუსეთის ფედერაციის პასპორტის აღების სურვილი უკრაინის  34-მა მოქალაქემ გამოთქვა.

“ხაზს ვუსვამ, ჩვენ არასოდეს ვცნობთ აგრესორი ქვეყნის მიერ მინიჭებულ მოქალაქეობას და მოვუწოდებთ ჩვეენს პარტნიორ ქვეყნებს შემოგვიერთდნენ ამ პოზიციაში” – ამბობს გრისმანი.
რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად დონბასის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებოდათ მიეღოთ რ/ფ-ის პასპორტი გამარტივებული წესით ე.წ. ჰუმანიტარული მოსაზრებების მოტივით.