პრეზიდენტი: წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
დღეიდან, თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი, როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე, ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ”.

კომენტარის დატოვება