“დღევანდელ ხელისუფლებას უნდა თუ არა, კომისია შეიქმნება…”

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და 18 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვების და საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა და დაისახა გეგმები შემდგომი ნაბიჯების შესახებ. შვილმოკლული მამა ხაზგასმით ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება.

“ეს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ეს დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, თუ არ უნდა,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.