თბილისში კიდევ რამდენიმე ველობილიკი მოეწყობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით თბილისის კიდევ რამდენიმე უბანში ველობილიკები მოეწყობა.   ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და მეტრო “ახმეტელთან” მდებარე ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩებზე  ველოსპორტის მოყვარულები ახალი ველობილიკებით ისარგებლებენ.  დაგეგმილია ასევე  ავტობუსის განცალკევებული ზოლების  მოწყობაც.

აღნიშნული  საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარის ფარგლებში გამოიყოფა.

ველობილიკებით ველოსპორტის მოყვარულები თბილისის უკვე რამდენიმე უბანში და ასევე მტკვრის სანაპიროებზე უკვე სარგებლობენ.