ივანიშვილი: ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო! (ვიდეო)

  ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს ძალიან მოსწონდა გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან.

-„უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან, თუმცა ღარიბაშვილიც ძალიან კარგი პრემიერი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო. უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. მერე ძალიან გაუხარდა უსუფაშვილს კვირიკაშვილის მოსვლა“-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება