პაატა ჯიბლაძე: „ვარდების რევოლუცია 2-ის“ დაფინანსება უკვე დაიწყო!

 “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ ბრიფინგი გამართა, თემაზე: ,,”ვარდების რევოლუცია 2-ის“ დაფინანსება უკვე დაიწყო”.

„პარტია „მემარცხენე ალიანსი“ სისტემატიურად აფრთხილებდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში გეგმავდნენ „ვარდების რევოლუცია 2-ს“, რაც რამოდენიმე დღის წინ დადასტურებულ იქნა პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.

„მემარცხნე ალიანსს“ გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, ფინანსების განაწილება სატელიტი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უკვე დაწყებულია, რაც გააჟღერა სააკაშვილის მარიონეტმა შალვა ნათელაშვილმა, ორიოდე დღის წინ ჩატარებულ დახურულ თათბირზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს მიმდინარე წლის 9 ოქტომბრისათვის, „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციისა და სამხელმწიფო გადატრიალების მცდელობა და უმკაცრეს კონტროლზე აიყვანოს ქვეყანაში შემოსული შავი ფინანსების შემოდინების წყაროები, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებზე დაეკისრება ხელისუფლებას“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

კომენტარის დატოვება