სემინარი-„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – ქუთაისი“ დასრულდა

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (სმნმკ) სახელით და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) პროექტის – „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – ქუთაისი“ ფარგლებში, 13-14 სექტემბერს, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა 2 დღიანი სემინარი სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში’’.

სემინარი ორგანიზებულია PEM კონსალტის („დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი“) მიერ. PEM კონსალტი და მისი ასოცირებული პარტნიორები: INTECUS (გერმანია) და GAMMA (საქართველო), მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას უწევენ ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს, შემდეგ სფეროებში ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით: ხარისხის მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური დაგეგმარება, ტექნიკური დაგეგმარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

პროექტი „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – ქუთაისი“ ხორციელდება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის, KfW-ის, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სრული საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 26 მილიონ ევროს.

პროექტის მიზანია, (2015-2019 წლებში) ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. აგრეთვე ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვა (რეგიონის სხვა დაურეგულირებელი ნაგავსაყრელებთან ერთად), ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ. ნაგავსაყრელი მოემსახურება დაახლოებით, 700 000 მოქალაქეს.

სემინარი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადდა და ზოგად მიმოხილვასთან ერთად, მოიცვა ინფორმაცია საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში, ამჟამად არსებული ვითარების, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნარჩენებთან და ნარჩნების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

  • იურიდიული მხარე: საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო: ნარჩენების მართვის ეროვნული კოდექსი და ტექნიკური რეგლამენტები, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030, ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები: მიზნები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და ამოცანებიადმინისტრაციისა სხვადასხვა დონისთვის და საზოგადოებისთვის.
  • კომპანია: საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია – მისია, მიზნები, მუშაობის სფერო და საქმიანობა. მიღწევები წარსულში და სამომავლო გამოწვევები.
  • მუნიციპალიტეტები: მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგება – მათი ამჟამინდელი და სამომავლო როლი და პასუხისმგებლობა მყარი ნარჩენების მართვაში.
  • მოქალაქეები: მოქალაქეთა როლი და პასუხისმგებლობა მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემაში.
  • პროექტი: „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – ქუთაისი“ პროექტის სტრუქტურა, განმახორციელებელი პარტნიორები, მიზნები და საქმიანობა.
  • რეგიონული ნაგავსაყრელი: ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის – კონცეფცია, დიზაინი, გეგმა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ განიხილონ ზემოთ მითითებული თემებისაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისადა იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც კონსულტაციას უწევენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას პროექტის განხორციელებაში.

სემინარი ასევე მოიცავდა სამტრედიის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელის მონახულებას ნარჩენების მართვის სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, რომელიც სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს.

14315897_316986775330876_1500569413_o

 

კომენტარის დატოვება